world.novyny-ის ინფორმაციით, რუსეთში მოსახლეობა მაღაზიებში საკვებს სულ უფრო ხშირად იპარავს. ომის დაწყების შემდეგ ეს მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.
ყველაზე პოპულარულ საქონელს შორის, რომელსაც იპარავენ, არის ძეხვი, ტკბილეულობა, ხორცი, ალკოჰოლური სასმელები და კარაქი. რუსეთის სასამართლოებში ამ დანაშაულისთვის 67 113 ადამიანი გასამართლდა.
ასე, მაგალითად, ქალაქ სიკტივკარში კაცმა კარაქი მოიპარა, რისთვისაც ის ციხეში 4 დღით ჩასვეს. კიდევ ერთმა ადამიანმა სუპერმარკეტში 220 გრამი პომიდორი და 330 გრამი კიტრი მოიპარა.
საკვებს სუპერმარკეტებში მხოლოდ რეგიონებში არ იპარავენ. მსგავსი ფაქტები მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებშიც დაფიქსირდა.
ეკონომისტი ნატალია ზუბარევიჩი ამბობს, რომ ქურდობის ფაქტების ზრდა რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის კლებას უკავშირდება. მისი პროგნოზის მიხედვით, მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.