ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების გამო ბავშვები შიმშილობენ. გადარჩენისთვის ზოგიერთი მათგანი ქუჩაში მოწყალებასაც ითხოვს. არავინ იცავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს, არ აქვთ განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება. შიმშილია საჯარო სკოლებშიც. გამოკითხული ყოველი 10 მოსწავლიდან 7 ამბობს, რომ საკლასო ოთახში ყოველთვის, ან ხანდახან მაინც მშიერია.
უკიდურეს გაჭირვებას ადასტურებდნენ გამოკითხული მასწავლებლებიც. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე სკოლაში შიმშილისგან ცუდად ხდება და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების გამოძახება სჭირდებათ. გაჭირვება და შიმშილი და მისგან გამოწვეული სტრესი პირდაპირ აისახება მოზარდის განვითარებასა და მომავალზე. ესაა მიზეზები რის გამოც ფსიქოლოგებს ქვეყანაში მოწყენილი ბავშვები არ უკვირთ.
მთავარი არხი