”მინდა, გამოვეხმაურო გიორგი ბოტკოველის განცხადებას. ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში, რომელმაც დისერტაცია დაიცვა გერმანიაში, არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც შეფასებულია ევროპელების მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. და ამბობს ვინ, ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან „ხაბე“ და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში. ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ ის კაცი. კარგით, იქით იყოს თქვენი შიდა სამზარეულო, უბრალოდ ბოტკოველი რომ იტყვის კობახიძეზე ამას, ვერ გავატარებდი.”
ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას, რომელმაც ირაკლი კობახიძეს ე.წ. თავმჯდომარე უწოდა.