დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის ახალი საახალწლო სლოგანი წარადგინა – “მშვიდობის ქალაქი”, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია იმ ქვეყანაში, რომლის სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა 8 თვეზე მეტია რუსეთის მიერ თავს მოხვეული ომის მოგერიებას ცდილობს.
ამასთან, საქართველო თავადაც დღემდე ჰიბრუდული ომის და მცოცავი ანექსიის მსხვერპლია და “ოცნების” მოჩვენებითი მშვიდობაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს ომის მოუშუშებელ იარებს.
კახა კალაძის ახალ ჩანფიქრს თბილისელები და საქართველოს მოქალაქეები ადგილზე აპროტესტებენ. მათ ხვალ, 30 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.