“ოცნების” ვერდიქტი უცვლელია – მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად ხელისუფლება არც თავად აკეთებს რამეს და არც საზღვარგარეთ უშვებს მესამე პრეზიდენტს.
“ვივა მედში” საკუთარი ფეხით შესული პატიმარი, ახლა ეტლით გადადგილდება და “ქართული ოცნება” საზოგადოებას უმალავს სააკაშვილს, რომელიც არაადამიანური მოპყრობით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ამ ვითარებაში “ვივა მედში” მედპერსონალი მესამე პრეზიდენტისთვის საბედისწერო პროცესში მონაწილეობას აპროტესტებს.
ამ პროტესტის ფონზე იუსტიციის მინისტრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განმარტებებს აკეთებს. რატი ბერგაძე ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს და კვლავ უარს ამბობს პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანაზე. მაქსიმუმი რასაც სააკაშვილს სთავაზობენ საზღვარგარეთიდან ექიმების ჩამოყვანაა.
მთავარი არხი