საქართველოში ერთ დღეს აირჩევენ მთავრობას, რომელიც გაუძღვება ევროპულ მისწრაფებას – გრეგოროვა

”როდესაც ბრიუსელში ან სტრასბურგში ქართული ოცნების წევრებს ველაპარაკები, იქცევიან როგორც პროევროპულები და სურთ თანამშრომლობა, მაგრამ შემდეგ ვხედავ Twitter-ში ან ქართულ მედიაში თავდასხმებს ჩემზე ან ჩემს პარტიაზე, გაუგონარ ბრალდებებსაც კი ვისმენ, რომ თითქოს ფულს გვიხდის ნაციონალური მოძრაობა – სასაცილოა. ჩვენ მართლაც ვზრუნავთ საქართველოზე.

თუ ვაკრიტიკებთ მტრები ვგონივართ და ვერ ხედავენ, რა ეფექტი ექნება მათ ქმედებებს მომავალში. ყოველთვის ვერ მიიღებ ისე, რომ სანაცვლოდ არ გასცე. ასე რომ, ვერ ხედავენ გრძელვადიან ეფექტს ჩვენს ურთიერთობაზე და ევროპულ მისწრაფებაზე. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეები პროევროპულები არიან, ერთ დღეს ნამდვილად აირჩევენ მთავრობას, რომელიც გულახდილად გაუძღვება ევროპულ მისწრაფებას.”

განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ფორმულასთან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share