როგორც “გურიის მოამბეს” აცნობეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის წყალკანალის ხელმძღვანელი შალვა კონჯარია თანამდებობიდან დაითხოვა.
კონჯარიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა ერთმანეთს ფიზიკრად კონჯარიას ახლობელი გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ. შემდეგ ეს დაპირისპირება ავთანდილ თალაკვაძის ახლობლების კოტე შევარდნაძის, დათო გოლიაძის და მერაბ ჭანუყვაძის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზადრა.