გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.
,,საქართველოს მთავრობის მიერ ინცირებული ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გურიის რეგიონში მაქსიმალურად ბევრი წარმატებული ფერმერი გვყავდეს და შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის,“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
#ქართულითხილი
#თხილისწარმოებისხელშეწყობა
#სოფლისმეურნეობა2022
#მთავრობა2022