ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ფონდი ლანჩხუთის სოფელ გვიმბრალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს:
”ხვალ ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, გამორჩეულ გურულ ბიჭს, ჯამბულათ ხოფერიას დაკრძალავენ, რომელიც უკრაინის ომში გმირულად დაიღუპა. ჩვენი ფონდი სოფელ გვიმბალაურის საუკეთესო მოსწავლეს ჯამბულათის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავს. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული ნაბიჯი მისი ხსოვნის პატივსცემად.” – წერს გიორგი კეკელიძე.