სამოქალაქო საზოგადოება კახი კალაძის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერმა თბილისი საახალწლოდ მორთო და გაანათა, ყველას დარჩა განცდა, რომ კალაძე საზოგადოების დაკვეთას ასცდა.
ხალხის განსაკუთრებული ბრაზი გამოიწვია გმირი მეომრების ფოტოების თავისუფლებიდან გმირთა მოედანზე გადატანამ.
ამიტომ დედაქალაქის მერს სამოქალაქო აქტივისტები პირდებიან, რომ სოლიდარობის ქალაქიდან ხშირად შეუქმნიან დისკომფორტს და პერმანენტულ აქციებს მოაწყობენ.
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ როდესაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის თავს სწირავენ, მათი ფოტოები არ უდნა აიღო და სხვაგან არ უნდა გადაიტანო, თუმცა მომღერლის თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, თვლიან რომ ეს ბიჭები გმირები არიან.
„მკვეთრი გამიჯვნაა იმისა, რომ ახალი წელი უნდა იყოს და ყველამ უნდა იზეიმოს. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანაში დღეს ძალიან ცუდი და დაძაბული ვითარებაა. ფაქტობრივად ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგება და როდესაც ამის გულისთვის შენი მართალც გმირები თავს სწირავენ, შენი და შენი შვილების მომავლისთვის, არ უნდა მისცე შენს თავს უფლება, რომ ეს ყველაფერი ცალკე მოვლენად ჩათვალო. თუმცა, მთელი უბედურება იმაშია, რომ დღეს ეს ადამიანები, რომლებმაც ეს ფოტოები აიღეს, არ თვლიან რომ ეს ბიჭები გმირები არიან“. – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე“. – ამბობს ჭოხონელიძე.
ტვ პირველი