ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა „ბლექ სი არენამ“ ბიუჯეტიდან 3.15 მლნ-ის სუბსიდია მიიღო

ივანიშვილის მიერ ნაჩუქარმა „ბლექ სი არენამ“ მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში ბიუჯეტიდან 3.155 მლნ-ის სუბსიდია მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

კერძოდ, ინფორმაცია მოიცავს 2020-2021 წლებსა და 2022 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო საწარმოებზე გაცემულ სუბსიდიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ამ მიზნით 2020 წელს ბიუჯეტიდან ჯამში – 88,304 მლნ ლარი; ხოლო 2021 წელს – 246,369 მლნ ლარი, ხოლო 2022 წლის 8 თვეში – 33,558 მლნ ლარი დაიხარჯა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპანიები შპს „საქართველოს მელიორაცია“, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დამოკიდებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე. ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიღებული თანხები მიიმართება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ასევე საოპერაციო ხარჯების დასაფარად.

გთავაზობთ თითოეული ამ კომპანიის მიერ 2020-2021 წლებსა და 2022 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ჯამურის სუბსიდიის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

  • შპს „საქართველოს მელიორაცია“ – 54,675 მლნ ლარი;
  • შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ – 42,800 მლნ ლარი;
  • შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ – 7,254 მლნ ლარი;
  • შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ – 13,523 მლნ ლარი;
  • შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 90 მლნ ლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share