აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატმა სასტუმროში 2 დღეში 19 000 ლარი დახარჯა – “ფლანგვა”

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა სასტუმრო “ამბასადორ კაჭრეთში” 2 დღეში 19 000 ლარი დახარჯა – მონაცემებს “ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს:

“მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია თემაზე “რეგიონში მიმდინარე მოვლენების გავლენა სამშვიდობო პოლიტიკაზე და არსებული გამოწვევები და პერსპექტივები”.

დისკუსია 25-26 ნოემბერს გაიმართა და 25 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ქვეპროგრამის “სამშვიდობო რესურსი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა” დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და 2022 წელს ₾ 150 ათასს მიაღწია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი კანონპროექტით, 2023 წლიდან დაბადებული დევნილები სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებენ.” ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share