“გილოცავ, არგენტინა! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება” – პელე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე არგენტინელებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ულოცავს.

“დღეს ფეხბურთი აგრძელებს თავისი ისტორიის მოყოლას, როგორც ყოველთვის, მომხიბვლელად. მესიმ მოიგო თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რაც მან მისი განვლილი გზით დაიმსახურა. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მბაპემ, ფინალში ოთხი გოლი გაიტანა. რა საჩუქარი იყო ამ სპექტაკლის ყურება ჩვენი სპორტის მომავლისთვის. და მე არ შემიძლია არ მივულოცო მაროკოს წარმოუდგენელი კამპანია. მშვენიერია აფრიკის ბრწყინვალების ნახვა.
გილოცავ არგენტინა! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება”, – წერს პელე.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთში არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აღნიშნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share