მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს პასუხობს, რომელიც ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის “ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა”.
გიული ალასანია “პირველებთან” ამბობს, რომ მალხაზ ურთქმელიძე არა ტოქსიკოლოგი, არამედ თერაპევტია:
„ბატონი ურთმელიძე ტოქსიკოლოგია?! – თერაპევტია. ჩვენ გვაქვს ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა, იქ კი სრულიად სხვა შედეგია. ვფიქრობ, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგი ამ სფეროში უფრო პროფესიონალია, ვიდრე ბატონი ურთმელიძე”- განაცხადა ალასნიამ.