“თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ” – ბაიდენი ზელენსკის

”უკრაინელი ხალხი აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას, ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს შთააგონებენ თავიანთი გამბედაობით და გამძლეობით.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გაძლიერებას, რათა დაიცვას საკუთარ თავი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის კუთხით. ამიტომ ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მივაწვდით და გადავამზადებთ თქვენს ძალებს, რათა ზუსტად გამოიყენონ ეს სისტემა.

ჩვენი პარტნიორების გააგრძელებენ კრემლზე ზეწოლას და უკრაინის დახმარებას, აღადგინოს მშვიდობა. პრეზიდენტო ზელენსკი, აშშ დგას უკრაინის შესანიშნავი ხალხის გვერდით. ჩვენ აქ გვაქვს ასეთი წესი, რომ TIME-ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ”

– უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share