მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის რეჟიმი გაუმკაცრდა – “მთავარი არხის” ინფორმაციით “ქართული ოცნების”
ხელისუფლების გადაწყვეტილებით მესამე პრეზიდენტს წერილების გაგზავნა აეკრძალა. ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება ვცადეთ, თუმცა არც პენიტენციური სამსახური და არც იუსტიციის სამინისტრო ჩვენს კითხვებს არ პასუხობს.
პოლიტპატიმრის უფლებადამცველების ვარაუდით, ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება გამოწვეულია რუსი ბლოგერის მარკ ფეიგენისთვის მიწერილი გზავნილით, რომელიც მან პირდაპირ ეთერში გამოაქვეყნა. ბოლო გზავნილი კი სააკაშვილმა ციხიდან კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრების 45 წლისთვის მისალოცად გაუგზავნა.