ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც განიცადა საქართველომ.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შეჯამებისას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.
„მიუხედავად იმისა, რომ რთულია ერთი საათის განმავლობაში შეაფასო ის ნაყოფიერი და იმავდროულად ურთულესი წელიწადი, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, პრემიერ-მინისტრმა სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა და ჩააბარა საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს ანგარიში თვალნათლივ წარმოაჩენდა იმ დიდ პროგრესს, რომელიც განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ განვითარების მხრივ, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.