პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარდა ხალხისთვის სხვა აქტუალურ თემებზეც უნდა ისაუბრონ.
“საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობს, ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდები ჩატეხილია. ხალხს აქვს უამრავი პრობლემა, კი, სააკაშვილიც პრობლემაა, მაგრამ არ შეიძლება, ქვეყანა ცხოვრობდეს იმით, რომ დილას სიცხეს ვუზომავდეთ სააკაშვილს და საღამოს წნევას. თითქოს ხალხს არც შია, არც სწყურია, უმუშევრები არ არიან. პოლიტიკური ცხოვრება უნდა გაცოცხლდეს.
რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების თემას, ერთადერთი, ვინც შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი აიძულოს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს, არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი“, – განაცხადა ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.