სოფო ნიჟარაძე და ელის მარია სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
მომღერლის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედა-შვილი მესამე პრეზიდენტთან შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
„ეს პირველი შემთხვევა არის, როცა არ შეგვიშვეს. 2 კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ცუდად იყო და ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის მისი ნახვა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მე აქამდე არ გამიკეთებია კომენტარი, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ ის კადრები რაც სასამრთლოზე გავდია, რეალობას არ ასახავს. გაცილებით უარესი მდგომარეობაა“, – თქვა სოფო ნიჟარაძემ.