“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩვნების დროს მხარდაჭერას ახსენებს და ამბობს, რომ მოქალაქეები, რომლებიც გუშინ პრეზიდენტის სასახლის წინ შეიკრიბნენ, ზურაბიშვილის მხარდამჭერები არიან.
ის არჩეული პრეზიდენტია, მას ჩვენ გვერდზე ვედექით, არა მარტო ჩვენ, არამედ ის საზოგადოება, რომელიც გუშინ მის სასახლესთან იყო შეკრებილი. ისინი მისი ამომრჩევლები არიან. აქვთ მოლოდინი, რომ პრეზიდენტის დამოკიდებულება იქნება სამართლიანი და იქნება არაამპარტავნული, რომელზეც გარკვეული პერიოდის წინ თავად საუბრობდა.
ჩვენ თუ გვერდზე დავუდექით, ამის მიზეზი გვქონდა, პირველი მიზეზი ის არის, რომ ის დამოუკიდებელია და არ არის მოწყვლადი გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით. როდესაც საპირისპირო შედეგს ღებულობ, ვალდებული ხარ, ამაზე ღიად ისაუბრო”- თქვა ვოლსკიმ.
გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პრეზიდენტს აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული განცხადებები დაუწუნა.
ვფიქრობ, უფრო კაპასი პასუხები იყო, თავშეუკავებელი კომენტარები, ამის უკან შეიძლება, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იდგეს”- თქვა მან.