ჩოხატაურში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა- სკოლა სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვაბღაში, კორონავირუსი პედაგოგს დაუდასტურდა. მთელი სკოლა თვითიზოლაციაშია. სასწავლო პროცესი კი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ეს ინფორმაცია“ გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაგვიდასტურა.

„ჩოხატაურში სოფელ ქვაბღაში ინფიცირებულია სკოლის პედაგოგი. მთელი სკოლა თვითიზოლაციაშია, ასევე სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.“- გვითხრა მჟავიამ.

აღსანიშნავია რომ სოფელ ქვაბღის სკოლაში საარჩევნო უბანია მოწყობილი და თვითიზოლაციაში გადასული პედაგოგები, საარჩევნო უბნის წარმომადგენლები არიან.

შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში სულ 327 კოვიდინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 175 პაციენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share