გურიის მოამბე

ლანჩხუთის მერს რომელმაც გუშინწინ პრემიერს უმასპინძლა კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის მერს რომელმაც გუშინწინ პრემიერს უმასპინძლა კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალეკო სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.

„ამ საღამოს მოვიდა პასუხი, მერს დაუდასტურდა, კონკრეტულად ვისგან შეიძლებოდა გადადებოდა, გამოკვეთილი არ არის, მის ახლობლებს ვირუსი არავის ჰქონია. სავარაუდოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც მოსახლეობასთან შეხვედრებს გულისხმობს, ადვილად შეიძლებოდა გამხდარიყო რისკის ქვეშ.“- გვითხრა ნატო მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ წინ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენა იყო ლანჩხუთში და მერმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა, დღეს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 41
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ
  • 38
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, არ
  • 37
    თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის სულისშემძვრელი მოგონებებითეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ცხოვრება ია-ვარდით ნამდვილად არ იყო მოფენილი. მის ოჯახსაც შეეხო 1937 წლის რეპრესიები და წარუშლელი კვალიც დატოვა. თავისი ცხოვრებისი უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ნათელა ურუშაძემ თავის მოგონებებში ისაუბრა: “დავიბადე 1923 წელს. როცა მამა დაიჭირეს, 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 1937 წლის ზაფხულში. მამა, ამბერკი ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, ფარმაცევტი იყო. ის…
    Tags: და, იყო, არ, ეს
  • 35
    ფეფო - მარად განახლებადი ფენომენიფეფო - მარად განახლებადი ფენომენი მანანა  ქილიფთარი შეიძლება მიკერძოებულობაში ჩამეთვალოს, მაგრამ  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მასწავლებელთა მასწავლებელი მგონია. ეს მან უნდა შემიყვანოს ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონის... სამყაროში, რომ  ნაბიჯ-ნაბიჯ შევიგრძნო მშვენიერება, სიმძაფრე და ვირწმუნო,  მათი წყალობით რა დიდი განძის მფლობელები ვართ ქართველები. მე არა ვარ ფეფო ბოლქვაძის ნამოწაფარი, სამწუხაროდ,…
    Tags: და, ეს