“ჩვენი  ამოცანაა, კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის”- ზურაბ გურულის რეკომენდაცია  

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალური ქსელით საქართველოს მოსახლებას მიმართავს, როგორ უნდა მოიქცნენ თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდებათ:

პატივცემულო თანამემამულენო,
ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს. ისინი ისევ თქვენი ექიმები არიან და ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა.
ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილით, დიარეით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი ქოშინით დატვირთვისას.
თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად. ძალიან დიდი ალბათობით კორონა გაქვთ და ტესტის დადებითი პასუხი არაფერს შეცვლის. ქართული ინტერნეტი სავსეა ექიმების რეკომენდაციებით, თუ როგორ უმკურნალოთ გაურთულებელ კორონას სახლში. ამობეჭდეთ და დაურიგეთ იმათ, ვისაც კომპიუტერთან წვდომა არა აქვს.
ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის, რომლებიც აუცილებლად დაიღუპებიან ჰოსპიტალიზაციის გარეშე.
ატარეთ ნიღაბი!!! ატარეთ წესიერად!
როგორმე მოითმინეთ საჯარო გართობის გარეშე ცოტა ხანი, სანამ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.
ვისთვისაც გარეთ გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გავიდეს; ოღონდ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. თუ ამას გავაკეთებთ, ნელნელა ყველა ბიზნესს ავამუშავებთ, რესტორნების ჩათვლით.
სასწავლო დაწესებულებებმა როგორმე გადაწყვიტეთ ონლაინ სწავლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხი. სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებს ნუ ატარებთ კოვიდიან კლინიკებში, თუ მათ სპეციალური წვრთვნა და აღჭურვილობა არა აქვთ!
გავრცელება უნდა შევაჩეროთ რაც შეიძლება სწრაფად და ამას მარტო ვერავინ შეძლებს.”- წერს ექიმი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 64
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 51
    „ოცნება“ თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს – ნიკა გვარამია „ენმ-ს“ აქციაზე„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. „რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ძალიან მრავალრიცხოვან და შთამბეჭდავ აქციას ბათუმში: არჩევნები არ არსებობს საარჩევნო კამპანიის გარეშე; საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის); არჩევნები, სადაც ამომრჩეველი ბოლოსკენ “დუხზე…
    Tags: და, თუ, უნდა
  • 49
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და
  • 46
    უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი არჩევნები?- რას ფიქრობენ გურულები31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმების 41 % ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი- 27%. არჩევნების შედეგებს, არ ეთანხმება არცერთი ოპოზიციური პარტია, მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რის შედეგადაც არცერთი მათგანი პარლამენტში არ შევა. დაიწყო საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ, ასევე ცესკოსთან. აქციის მონაწილეები, თამარ ჟვანიას გადადგომას,…
    Tags: და, უნდა, არა, თუ