ლომჯარია: არ შეიძლება შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, ასე იწყება ტერორიზმი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება.

“ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!”, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

საბოლოოდ, რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლა.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 76
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და, არ
  • 72
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 66
    "ვინც ამ ლოქდაუნს ტაშს უკრავთ, ან ჩლუნგები ხართ, ან მავნებლები, ან უსინდისოები "ირინა სარიშვილი, მთავრობის მიერ დღეს დაწესებულ შეზღუდვებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს: "შენ – ღორო ხელისუფალო! გქონდათ 3 მილიარდი სპეციალურად კოვიდ19–თან გასამკლავებლად და თქვენივე პროგნოზით შემოდგომაზე ახალი ტალღისთვის მოსამზადებლად. არ შეიძინეთ აპარატურა; არ გადაამზადეთ ექიმები; არ აწარმოეთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების (ინსულინზე, დიალიზზე და ა.შ. დამოკიდებულები), ხელახალი აღრიცხვა,რაც აუცილებლად გასაკეთებელია…
    Tags: და, არ, ან
  • 64
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ