1 კილოგრამი ხახვი 12 დოლარად – ფილიპინებში ხახვის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

14-წლიანი ინფლაციის ფონზე, ფილიპინები საბაზისო საქონელზე ფასების სწრაფი ზრდას განიცდიდა, მაგრამ ხახვის ამჟამინდელმა ფასმა ყველა რეკორდი მოხსნა.

როგორც EastFruit-ი წერს, ბოლო დღეებში მანილას ბაზრებზე წითელი ხახვის საცალო ფასები კილოგრამზე 700 პესომდე გაიზარდა (12,70 დოლარი), რაც ადგილობრივი ეკონომისტების აზრით, ფილიპინების ხახვს მსოფლიოში ყველაზე ძვირად აქცევს. ჯერ კიდევ 4 თვის წინ კილოგრამი ხახვი აქ 120 – 170 პესომდე ღირდა.

ხახვის ფასების ნახტომისებური ზრდა იმდენად დრამატული იყო, რომ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. შესაძლო მიზეზად კი კონტრაბანდას და ფასების მანიპულირებას ასახელებენ.

მაგალითად, ფილიპინების საბაჟო ბიურომ ახლახან აღკვეთა კონტრაბანდის ძირითადი მცდელობები. გასულ კვირას მისმა თანამშრომლებმა 17 მილიონი პესოს ღირებულების ხახვის უკანონო ექსპორტი დაბლოკეს.

ფილიპინები ამჟამად იკვლევს ხახვის იმპორტის შესაძლებლობას, რათა გაზარდოს შეზღუდული მიწოდება და შეამციროს გადაჭარბებული ფასები. ქვეყნის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ამბობს, რომ ეს დაასტაბილურებს სიტუაციას ადგილობრივი ხახვის მოსავლის სეზონის დაწყებამდე, რომელიც რამდენიმე კვირაში დაიწყება და სავარაუდოდ, პიკს თებერვალში მიაღწევს.

ფილიპინები ხახვის რეგულარული იმპორტიორია და ჩვეულებრივ მას ჩინეთიდან და სხვა აზიელი მეზობლებიდან ყიდულობს. ხახვზე ყოველთვიური შიდა მოთხოვნა აქ 22 000 ტონაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share