სკანდალური ვიდეო – ვის და რატომ შეხვდა ვანო მერაბიშვილი ფოთის რესტორანში

ვანო მერაბიშვილი საჯარო სივრცეში გამოჩნდა – “პირველების” კამერამ ყოფილი მაღალჩინოსანი არაფორმალურ შეხვედრაზე, ფოთის რესტორანში დააფიქსირა. შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ესწრებოდნენ – პარტიის ყოფილი წევრები და ყოფილი ძალოვანები.  შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ “პირველებს” უთხრა, რომ საუბრის ერთ-ერთი თემა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნები იყო.

 

“ტვ პირველისთვის” მოწოდებული ინფორმაციით,  მერაბიშვილმა ყოფილ ძალოვანებს ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერა და ამ კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა დაავალა.

“პირველები” რესტორანში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს ესაუბრა, ლევან კონჯარია არ მალავს რომ ყოფილ პრემიერთან შეხვედრა ნამდვილად შედგა. ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ მერაბიშვილს მათთვის ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერა არ დაუვალებია. მისივე თქმით, საუბრის თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპაცია იყო.

 

მეგობრები, ძველი ნაცნობები, თანაგუნდელები შევიკრიბეთ. საახალწლო სუფრაზე ვანო მერაბიშვილიც მოვიდა – გავლით იყო და შემოგვიარა. ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. ხობში, სენაკში, სამეგრელოში შევიკრიბეთ, მგონი იყვნენ ბათუმში თუ ქობულეთში, გამოგვიარეს, ვიქეიფეთ, ციტა ხანი დარჩნენ”- აცხადებს ენმ-ს ყოფილი წევრი.
რესტორანში მყოფი კიდევ ერთი პირი, ყოფილი პოლიციელი, დავით ახალაია “პირველებს” ეუბნება, რომ ყოფილმა პოლიციელებმა საახალწლო შეკრებაზე ექს მინისტრი დაპატიჟეს.

 

მინისტრი დავპატიჟეთ, იქ სხვა ყოფილი პოლიციელებიც იყვნენ. შეიძლება, ვიღაცას თავისი პოლიტიკური კუთვნილება ჰქონდეს, რასაც ჩვენ ვერავის დაუშლი. პოლიტიკური კუთხით საუბარი საერთოდ არ ყოფილა. სუფრაზე სახელმწიფოებრივი მსჯელობა იყო”- ამბობს ყოფილი ძალოვანი.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share