ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა აკრძალა

ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დღეს, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა აკრძალეს და უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

”ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე გარევაჭრობის ფაქტი აღიკვეთა და ტერიტორია დასუფთავდა
ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დღეს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა აკრძალეს და უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. მოვაჭრეები მუნიციპალურმა ინსპექციამ წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, რათა უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.
შეგახსენებთ, რომ გარევაჭრობაზე მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.” – ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე აქტუალური

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share