მამაშვილი ბაყაყი ჭაობში, საკუთარი საცხოვრებლის ახლოს წამოწოლილნი ისვენებენ და მზეს ეფიცხებიან – ხუმრობა საქმე ხომ არ არის მთელი სამი საათი მუხლჩაუხრელად და შეუსვენებლივ შრომობდნენ (ანუ ყიყინებდნენ).
შვილი ეკითხება მამას:
-მამა, მამიკო – მდელო კარგია?
-რას ამბობ შვილო,გადასარევი, ჭაობს ათი თავით ჯობია.
-ტყე მამიკო?
-უფ! სასწაული, მდელოსაც ჯობია და ჭაობს ასი თავით.
-აბა რა გვინდა ამ ჭაობში? წავიდეთ მდელოზე ან ტყეში….
– ეეეჰ შვილო ჩემო, არის ასეთი მცნება სამშობლო! მას გაფრთხილება უნდა…