რუსი იურისტი, მარკ ფეიგინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და საქართველოს მთავრობის დასაქნცირებასთან დაკავშირებით ახალ გეგმას აანონსებს.
„საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერჯერობით მოკავშირედ თვლის. მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია. 190 სანტიმეტრიანი ადამიანი იწონის 69 კილოგრამს – დააკვირდით შეფარდებას. ასე რომ შევათანხმებთ, მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ ახლა უკვე აშშ-ის და ევროპის, მათ შორის იმ საფრანგეთის ლიდერებს – რომლის მოქალაქეობაც ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად ჰუმანიტარული აქციისთვის, რომ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გაათავისუფლოს”, – განაცხადა ფეიგინი.
სავარაუდოდ, გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.