კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილიც გაეტანათ რეზიდენციიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„კარგი იქნებოდა, იმ ნახატებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის გაეტანათ რეზიდენციიდან. საერთოდ ვიცოდეთ, ივანიშვილები, წულუკიანები, ზურაბიშვილები, პაპუაშვილები, ღარიბაშილები, ერთი ბანდის წევრებია, რომელთა შორის ატეხილი უთანხმოება ქვეყანას არაფერს აძლევს.
ყველა უნდა გაიხვეტოს იქიდან, სადაც მოხვდნენ შემთხვევით და უსამართლობის შედეგად“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.