“ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო…აღარ მყავს დედა….მაგრამ…”– რას აცხადებს ბაჩანა შენგელია

იურისტმა, ბაჩანა შენგელიამ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

შენგელიამ აღნიშნა, რომ მართალია, ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას შეეწირა დედამისის, ია კერზაიას სიცოცხლე, თუმცა ის მაინც იპოვის ძალას საკუთარ თავში, რათა პრეზიდენტს გვარამიას შეწყალება სთხოვოს.

„ყველამ იცის, რაც ხდებოდა და იმ ადამიანის პრეზიდენტად გახდომის გამო არ მყავს მე დღეს დედა ცოცხალი, ყველამ იცის ეს და შესაბამისად როგორია ახლა რომ ამ ადამიანთან თუნდაც რაღაცა თხოვნით ან შუამდგომლობით მიმართო და უბრალოდ თვალი გაუსწორო და ხელი ჩამოართვა. მაგრამ, გადავწყვიტე, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი.

ამ ყველაფერს მე გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, უმძიმეს რაღაცას გადავლახავ, გადავყლაპავ, არ ვიცი უბრალოდ ჩემს თავში ვიპოვი ამ ძალას და გავაკეთებ ამ მიმართვას და ვეტყვი ამ ადამიანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირია იმ ყველაფერს შორის, რაც მოხდა და იმ თანამდებობას შორის, რასაც ის ახლა იკავებს, მე მივმართავ მას რომ ქვეყნისთვის გადადგას ეს ნაბიჯი და მიიღოს ეს, როგორც მიმართვად, გინდ თხოვნად – გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და დადგეს ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე“ , – განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ია კერზაია სკოლის დირექტორი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. არსებობს ვერსია, რომ რომ კერზაია ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share