რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება და Telegram-ზე წერს.
„შოუ „შუშის მიღმა სააკაშვილთან ერთად“ სულ უფრო საინტერესო ხდება. მსოფლიომ იხილა კადრები, თუ როგორ არ შეუძლია მიშიკოს საწოლამდე მისვლა, თუმცა, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა ეს კადრები CNN-ის ხელში. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ შემუშავებული მასალაა (უფრო მეტიც, ორჯერ – მეორედ უკრაინაში).
კითხვა იმაში მდგომარეობს, ვინ ლობირებს მას ასე?
პასუხი, არ გაგიკვირდებათ და აშშ-დან მოდის. Reuters-მა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით საკუთარი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, მიშიკოს უკან უკვე დიდი ხანია დგას ამერიკული ლობისტური ჯგუფი „აკერმანი“, რომლის ერთ-ერთი პარტნიორიც, სრულიად შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მასიმო დი ანჯელოა. სააკაშვილი იმისთვის იხდის, რომ დასავლეთში მის შესახებ არ დაავიწყდეთ.
როცა დეტალები გაირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს დოსიეს შესწავლა. მათ გაარკვიეს, რომ სააკაშვილს უკვე თითქმის მილიონი დოლარი აქვს დახარჯული იმაში, რომ თბილისიდან დაიხსნან და გადაარჩინონ მადლიერი თანამემამულეების მართლმსაჯულებისგან და კიდევ ერთი დეტალი – ირკვევა, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ აშშ-ს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ იმით, რომ დროულად არ აცნობენ უცხოური დაფინანსების შესახებ.
სააკაშვილის ბედი, გუაიდოს ბედი ეს ის არის, რაც ელის ყველას, ვინც ამერიკელებს სიცოცხლე მიჰყიდა. საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, არავისთვის საჭირონი იძულებული არიან, ამერიკაში ნაშოვნი ფული გულუხვად დახარჯონ ამერიკელ იურისტებზე საკუთარი ქვეყნების ღალატისთვის.
თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან მის პროტეჟე ზელენსკისთან ერთად, ნუ დაივიწყებთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედს“, – წერს ზახაროვა.