როგორ უვლიდნენ თავს ძველ დროში ქართველი ქალები

რო­გო­რი იყო შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მოდა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ თავს ქა­ლე­ბი და რო­გორ იცავ­დნენ ჰი­გი­ე­ნას? გვი­ან­დე­ლი და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის უფ­რო­სი კუ­რა­ტო­რი გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე აცხადებს, რომ რო­გორც და­ბა­ლი, ისე მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ტან­საც­მლის ფორ­მებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არ იყო, სხვა­ო­ბა მხო­ლოდ ქსო­ვი­ლის ხა­რისხსა და ტან­საც­მლის შემ­კუ­ლო­ბა­ში შე­იმ­ჩნე­ო­და.

თუკი XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ქა­ლებს სპარ­სუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი ან რუ­სუ­ლი (XIX-XX სს 20-30-იანი წლე­ბი) ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბი­სა­გან ნა­კე­რი კა­ბე­ბი ეც­ვათ და ჩიხ­ტი-კოპს

ძვირ­ფას­თვლი­ა­ნი შუბ­ლის ქინ­ძის­თა­ვით ილა­მა­ზებ­დნენ, ამა­ვე დროს გლე­ხის ქალი ში­ნაქ­სო­ვი ან უბ­რა­ლო, ფაბ­რი­კუ­ლი ბამ­ბის ქსო­ვი­ლი­სა­გან შე­კე­რილ კა­ბას ატა­რებ­და, მის ჩიხ­ტი-კოპს კი კა­ლის­თა­ვი­ა­ნი შუბ­ლის ქინ­ძის­თა­ვი ამ­შვე­ნებ­და.

XVI-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ორი­ვეს კაბა ყელ­თან ერთ ღილ­ზე შეკ­რულ, ჰო­რი­ზონ­ტა­ლურჭ­რი­ლი­ან გუ­ლის­პი­რი­ა­ნი იყო, ხოლო XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან ორი­ვე მათ­გა­ნი იმო­სე­ბო­და ჯერ გუ­ჯას­ტი­ა­ნი, ხოლო შემ­დეგ სარ­ტყელ-გუ­ლის­პი­რი­ა­ნი კა­ბით.

ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თია ქარ­თველ მა­მა­კაც­თა ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. ჩოხა-ახა­ლუ­ხი იქ­ნე­ბო­და ეს თუ ყურ­თმა­ჯი­ა­ნი სა­მა­მა­კა­ცო კაბა, თარ­გით ერთი და ქსო­ვი­ლი­თა და შემ­კუ­ლო­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მო­სით იმო­სე­ბოდ­ნენ.

“ვერ ვი­ტყვით, რომ ქარ­თვე­ლი ქა­ლის ჩაც­მის სტი­ლი ერ­თფე­რო­ვა­ნი იყო. გვი­ან­დე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტუ­რი, თუ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რო­გორც ქა­ლებს, ასე­ვე მა­მა­კა­ცებს ჰქონ­დათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სე­ზო­ნუ­რი სა­მო­სი, ისე­თი, რო­გო­რიც იყო ქა­თი­ბი, ტო­ლო­მა, ქუ­ლა­ჯა, გარე სა­მო­სად სახ­მა­რი ახა­ლუ­ხი და სხვ.

გარ­და ამი­სა, ქალ­ბა­ტო­ნი ორ ან სამ კა­ბას ამ­შვე­ნებ­და სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და შემ­კუ­ლო­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სარ­ტყლით, გუ­ლის­პი­რი­თა და ყურ­თმა­ჯე­ბით, ასე­ვე თავ­საკ­რა­ვე­ბი­თა და სადა თუ და­ბას­მუ­ლი ლე­ჩაქ-ბაღ­და­დე­ბით. XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან, ეტა­პობ­რი­ვად, ჯერ ნელი, ხოლო შემ­დეგ წლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ტემ­პით და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის ევ­რო­პუ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

მო­დის ასე­თი ცვლი­ლე­ბა იმ პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი პრე­სის მი­ხედ­ვით, ფეხ­საც­მლი­დან გახ­და შე­სამ­ჩნე­ვი, ქა­ლებ­მა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქოში, წაღა და მა­შია ე.წ. ბაშ­მა­კე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს, რის შემ­დე­გაც შე­მო­ვი­და ხა­ბარ­დი­ა­ნი და პრინ­ცე­სა კა­ბე­ბი, რის მოხ­მა­რე­ბა­საც ბუ­ნებ­რი­ვია კორ­სე­ტე­ბის ტა­რე­ბაც მოჰ­ყვა.

ეროვ­ნულ სა­მოსს უცხო­უ­რი ანაც­ვა­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით კი ფრან­გუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი სარ­გებ­ლობ­და. გარ­და იმი­სა, რომ ევ­რო­პი­დან მზა ტან­საც­მე­ლი ჩა­მოჰ­ქონ­დათ, ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ცე­ბი მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს სწრა­ფად ვერ მიყ­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩო­ხა­ში შემ­კუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ფრა­კებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ”, – ამ­ბობს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­გი­ე­ნი­სა და თა­ვის მოვ­ლის სა­კი­თხებს, გუ­ლი­კო კვან­ტი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აბა­ნოს ინ­სტი­ტუ­ტი ქარ­თველ­თა ყო­ფა­ში თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და.

„სა­ვა­რა­უ­დოდ, გვი­ა­ნან­ტი­კუ­რი დრო­ის რო­მა­უ­ლი აბა­ნო­ე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ვი­ნა­ი­დან, ამ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აბა­ნო­ე­ბი არა­ა­და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ფე­ო­და­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში, აბა­ნო ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ყო­ფი­ლა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლი­სის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აბა­ნო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის იყო. გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მა­ინც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. აბა­ნო­თა დიდი ნა­წი­ლი მუს­ლი­მან­თათ­ვის ყო­ფი­ლა გან­კუთ­ვნი­ლი. იქ თურ­მე „ურ­წმუ­ნო“ ქარ­თვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი და იუ­დე­ვე­ლე­ბი ვერ შე­ვი­დოდ­ნენ, რათა არ შე­ე­ვიწ­რო­ე­ბი­ნა „ურ­წმუ­ნოს“ მუს­ლი­მი“, – აღ­ნიშ­ნავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.

რო­გორც ეთ­ნო­ლო­გი გან­მარ­ტავს, გვი­ან­დელ შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის აბა­ნო­ში სულ სხვა სუ­რა­თი იშ­ლე­ბა, აბა­ნო­ში თბი­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბი თით­ქმის მთელ დღეს ატა­რებ­დნენ იქ და ფინ­ჯან ჩა­ის­თან, ათას­გვარ ჭორ­სა და სი­მარ­თლეს უზი­ა­რებ­დნენ ერ­თმა­ნეთს. სა­მო­ვა­რი კი მუ­დამ ცხე­ლი იყო, რო­მე­ლიც აბა­ნოს ტანთგა­სახ­დელ დე­რე­ფან­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ქა­ლე­ბის­თვის აბა­ნო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნიც იყო, სა­დაც ქა­ლე­ბი ინით თმას იღე­ბავ­დნენ და თავს ათას­ნა­ი­რად იკოხ­ტა­ვებ­დნენ.

„აბა­ნო­ში სახ­მარ ნივ­თებს გა­სა­თხო­ვარ ქალ­საც კი ატან­დნენ  მზი­თევ­ში. ამ ნივ­თე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ხა­რის­ხი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ შეძ­ლე­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი,“ – აღ­ნიშ­ნავს გუ­ლი­კო კვან­ტი­ძე.
სა­ა­ბა­ნოე ნივ­თე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი “გა­სახ­დელ” ოთახ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ზო­გიც „სა­ბა­ნაო“ ოთახ­ში. რო­გო­რი­ცაა ზი­რან­და­ზი – ფეხ­ქვეშ და­სა­გე­ბი ხა­ლი­ჩა, სუ­ზა­ნი – ტახ­ტზე ან მა­გი­და­ზე გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი ქსო­ვი­ლი, ინის სალ­ბო­ბი ჯამ­თასე­ბი, ხა­ლი­ჩა, ქეჩა და ბოხ­ჩა „გა­სახ­დელ“ ოთახ­ში გა­მო­სა­დე­გი ნივ­თე­ბი.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის უფ­რო­სის თქმით, ჰი­გი­ე­ნის და­სა­ცა­ვად ქა­ლე­ბი ისეთ ნივ­თებს იყე­ნებ­დნენ, რო­გო­რი­ცაა სა­ა­ბა­ნო­ე­ხის ქო­შე­ბი, ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში, აღ­მო­სავ­ლურ ნა­კე­თო­ბა­თა ფონდში და­ცუ­ლი, ინის სა­ზე­ლი სპარ­სუ­ლი, ასე­ვე ვერ­ცხლში ჩას­მუ­ლი ქუს­ლის სა­ხე­ხი ქვე­ბი, წარ­ბის სა­კო­რექ­ციო პინ­ცე­ტი, ინის გა­სახ­სნე­ლი თასე­ბი, სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხი­სა და ფე­რის ბოხ­ჩე­ბი, სუ­ზა­ნე­ბი, ქი­სე­ბი და სხვა.

https://www.allnews.ge

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share