ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“ერთადერთი გზა, დღეს, რომ ჩვენი ქვეყნისგან მივიღოთ უფრო უსაფრთხო, დაცული, ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი, ადამიანების უფლებებზე და თავისუფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს არის ევროკავშირის და ევროინტეგრაციის გზა.
ამაზე უკეთესი სხვა ხერხი, სხვა გაერთიანება, სხვა სივრცე თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს, სხვა უკეთესი ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს.
ვინც ამ პროცესს ეწინააღმდეგება, ვინც ცდილობს დაამკვიდროს ბელორუსული სახელმწიფოს მოდელი, რომელიც არის ავტორიტარული, დიქტატორული, ტოტალიტარული სახელმწიფო რუსული კონცენტრაციით და შინაარსით, ის არის ამ ქვეყნის მოძულე და საბჭოურ იმპერიალიზმში საქართველოს დაბრუნების მომწადინებელი.
ასე ადვილად, კარგის და ცუდის გარჩევა, ალბათ, არც არასდროს ყოფილა შესაძლებელი.
“ხალხის ძალის” დეპუტატებმა, თავის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” დეპუტაციიანად, უნდა დატოვონ პარლამენტის დეპუტატის მანდატები.
ნებისმიერმა მოქალაქემ კი უნდა გაითავისოს, რომ არასამთავრობო სექტორის და მედიის დევნა, ყოველი ცალკეული ადამიანის დევნით გაგრძელდება და თითოეული ადამიანი გახდება ხელისუფლების მსხვერპლი.”