თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილკეებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის უმრავლესობის მცდელობას – ‘რუსული კანონის” მიღებასთან დაკავშირებით-აპროტესტებენ – მადლიერების ნიშნად თბილისის “დინამოს” ჰიმნი გააჟღერეს.
მოგეხსენებათ ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა თბილისის “დინამომ” ოფიციალურად დაუჭირა მხარი “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებს და მოუწოდა პარლამენტს უარი თქვას ამ ინიციატივაზე, რადგან ის საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს-შესაბამისად ქვეყნის მომავალს.
მალევე ანალოგიური განცხადება გაავრცელა საფეხბურთო კლუბ “გაგრას” ოფიციალურმა გვერდმა.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, კახა ასკურავა, რომელიც ამწუთებში თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, ოფიციალურად მოუწოდა ქართული ფეხბურთის კიდევ ერთ ფლაგმანს ლანჩხუთის “გურიას” დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით.
“ლანჩხუთის “გურია” იყო პირველი, თბილისის “დინამოსთან” ერთად, ვინც სათავეში ცაუდგა საბჭოთა კავშირიდან ქართული ფეხბურთის გამოყოფას და მის დამოუკიდებლობას, ამიტომ მნიშვნელოვანია “გურიან” დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია” – გვითხრა ასკურავამ სატელეფონო საუბარში.