“აირჩიეთ სწორი მხარე – ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ EU-ს გვერდით” – ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე ევრპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.
“4 წლის მერე, როცა მცდელობა გვქონდა დაგვეახლოებინა საქართველო ევროკავშირისთვის, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, პრემიერი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ყველაფერში ჩვენ გვადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ჩვენ გვესმის მთავრობისგან გზავნილები, დავასრულებთ საზოგადოებასო. თქვენ გაქვთ ასოცირების ხელშეკრულება, თქვენ უნდა აკეთებდეთ ყველაფერს იმისთვის, რომ გახდეთ უფრო ახლოს ევროკავშირთან და ამის მაგივრად თქვენ ჩვენი მიმართულებით ისვრით ქვებს. აირჩიეთ სწორი მხარე – ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ EU-ს გვერდით” – ამბობს გრეგოროვა.