ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას პუტინის პირადი პატიმრების შესახებ, ევროპარლამენტარებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ოჯახიც ესწრებოდა.
“სიტუაცია ძალიან მძიმეა. როდესაც წელიწადნახევრის წინ მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, ჩვენ ეს იდეა არ მოგვეწონა, იმიტომ რომ ვიცოდით, რითი დასრულდებოდა ეს. თუმცა, ნამდვილად არ გვეგონა, თუ ახლა აქ ვიდგებოდით და იმაზე ვილაპარაკებდით, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენაა საჭირო. მისი მძიმე მდგომატრეობის შესახებ საუბრობენ არა მხოლოდ ის ექიმები, რომლებსაც ჩვენ ვენდობით, არამედ თავად იმ საავადმყოფოს ექიმებიც, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამჯამად იმყოფება. ახლა მთავარია საერთაშორისო ჩართულობა, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე მედიის მიერ. რა თქმა უნდა, ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ მას ხვალვე გაათავისუფლებენ, სიტუაცია გაცილებით რთულია, მაგრამ საჭიროა ამ ცნობიერების შენარჩუნება. ეს როგორც მინიმუმ დაგვეხმარება იმაში, რომ მას უკეთესად მოეპყრონ და მომავლისთვის იყოს მისი გათავისუფლების იმედიც” – თქვა ედუარდ სააკავშილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: