ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთის რეაბილიტირებულ სკვერში კუბოს ფორმის საყვავილეების დადგმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“აი, ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ. იმის ნაცვლად, რომ თავისი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინტერესები დაიცვან, თავისი კუთხის პატრიოტები იყვნენ, “ნაციონალური მოძრაობა” აქაც ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვით არის დაკავებული. ცხადია, რომ ოზურგეთის განახლება და განვითარება აღიზიანებთ. საკუთარი ქალაქის დაცინვა სამარცხვინოა! საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ ჩასაფრება სამარცხვინოა!” – წერს თალკვაძე და აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი ოზურგეთის თეატრის წინ.