დღეს ჩვენ მივიღეთ საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საქმეს, რომელსაც რეალური პერსპექტივა აქვს – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას ისტორიულ უწოდა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება.
“ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი ოფიციალური პირი, ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულებში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ათასობით ჩვენი ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოკუპანტის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის 16000-ზე მეტი შემთხვევა უკვე დაფიქსირებული და გამოძიებულია უკრაინელი სამართალდამცავების მიერ, მაგრამ დეპორტირებულთა რეალური, რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს.
„შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი დანაშაულებრივი ოპერაციის განხორციელება ტერორისტული სახელმწიფოს უმაღლესი ლიდერის ბრძანების გარეშე. ბავშვების ოჯახებიდან გამოყოფა, ნათესავებთან დაკავშირების ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევა, ბავშვების დამალვა რუსეთის ტერიტორიაზე, მათი გაფანტვა შორეულ რაიონებში – ეს ყველაფერი აშკარა სახელმწიფო პოლიტიკაა რუსეთის. სახელმწიფო ბოროტება, რაც სწორედ ამ სახელმწიფოს პირველი მოხელიდან იწყება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პროკურორ კარიმ ხანის გუნდს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ყველას მსოფლიოში, ვინც ეხმარება უკრაინას სამართლიანობისთვის ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.