რა მექანიზმებით იღებს ოზურგეთის მერია გადაწყვეტილებებს და რატომ იქცევა ეს გადაწყვეტილებები ისეთ პრობლემად, როგორიც ოზურგეთის ცენტრალურ პარკში დადგმული “კუბოები” გახდა? – ამის შესახებ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი გრიგოლ მახარაძე წერს:
”ოზურგეთში ცენტრალურ პარკში დადგმული “კუბოები” კიდევ ერთი მაგალითია იმ პრობლემებისა, რაც არსებობს მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმში
* გადაწყვეტილებები მიიღება მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე. მაგ. ამ შემთხვევაში არ არსებობს არავთარი კვლევა ან დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ მოქალაქეები ცენტრალური სკვერის გადაკეთებას ითხოვდნენ ან პრიორიტეტულ საკითხად ასახელებდნენ.
* საკრებულოს მიერ ხდება მხოლოდ პროექტის სათაურის დამტკიცება, ბუნდოვანი რჩება შინაარსი
* პროექტის შერჩევა ხდება ტენდერით (და არა კონკურსით ან რაიმე სხვა მეთოდით).
* პროექტირების ეტაპზე არ ტარდება საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები
* ტენდერში გამარჯვებული საპროექტოები (როგორც წესი თბილისიდან) არ ან ვერ ითვალისწინებენ ადგილობრივ კონტექსტს, კლიმატს, საჭიროებებს და ა.შ.
ამიტომ ვიღებთ ისეთ შემთხვევებს, როგორიც არამხოლოდ ეს “კუბოებია”, არამედ
– სამკუთხას ბაღში ჩადგმული უფუნქციო “გასახდელი”
– კულტურის პარკში მშენებარე უფუნქციო “კაფე”
– ბახმაროს დაბეტონებული პარკი
უფრო ძველებს აღარ ჩამოვთვლი
ფოტოზე: ცენტრალური პარკი გადაკეთებამდე” – წერს მახარაძე.