ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. შესაბამისად, არ შეიძლება მის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. ასეთი ნარატივის დალაგება არის საქართველოს საწინააღმდეგო, –
მდინარაძის თქმით, საქართველო 12 – პუნქტიან გეგმას შეასრულებს.
„წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ეს ნარატივი ლაგდება „ნაცმოძრაობის“, როგორც მედიის, ისე აქტივისტების და ლიდერების მხრიდან, საქართველო შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას“, – აცხადებს მდინარაძე.
მისი თქმით, ხელისუფლებას ორი რეკომენდაციის გარდა, ყველა რეკომენდაცია შესრულებული აქვს.
“ვაპირებთ გავყვეთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და ყველა დანარჩენი არის შესრულებული, ორის გარდა, რომელზეც ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებოდით და ამ ორის გარდა კიდევ ერთი რჩება. ანუ ცხრა რეკომენდაცია, პრაქტიკულად, შესრულებულია“, – განაცხადა მდინარაძემ.