დიდთოვლობის გამო ბახმაროში გზები ჩაკეტილია.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ დღეს გაჩენილმა ხანძარმა საოჯახო სასტუმრო მთლიანად შეიწირა.
დიდთოვლობის გამო ბურანის გარდა კურორტზე მისვლა ამ დროისთვის სხვა ტრანსპორტისთვის შეუძლებელია. რის გამოც ადგილზე ვერც სახანძრო სამაშველო სამსახური მივიდა.
თუმცა, რატომ ვერ ხერხდება კურორტამდე მისასვლელი გზის გაწმენდა, ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჩოხატაურის მერიიდან შვეცდებით.