რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურატურას მიმართა შეამოწმოს მომღერალი ალა პუგაჩოვა, ხომ არ აფინანსებს ის, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
„გთხოვთ შეამოწმოთ ალა ბორისოვნა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარებისთვის“, – ნათქვამია გაგზავნილ დოკუმენტში.
ბოროდინი მიმართვაში აღნიშნავს, რომ ისრაელში ყოფნისას პუგაჩოვა აგრძელებს უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციის” კრიტიკას და მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების იმ მოღვაწეებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთი, აქტიურად აკრიტიკებენ მას და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას.
ნიუპოსტი