“სიყვარულით სავსე საზოგადოება იდგა…იქ არავინ იყო მოსული ვიღაცის დასაჩაგრად”-გოგა ხაინდრავა გუშინდელ აქციაზე

დღეს მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს. აქეთ არის ნატოს გაერთიანება, რომლებიც ებრძვიან რუსეთს. რუსეთსაც ჰყავს თავისი მოკავშირეები. ამიტომ პოლიტიკა დამთავრდა, მით უმეტეს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, დღეს აქციაზე „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ხალხი სწორედ იმიტომ გამოვიდა, რომ ამას ხედავს და არა იმიტომ, რომ ისინი ევროპის წინააღმდეგები არიან.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ომში არ ჩაერთვება.

„სიყვარულით სავსე საზოგადოება იდგა იქ. იქ არავინ იყო მოსული ვიღაცის დასაჩაგრად. იქ ყველა იყო მოსული იმის სათქმელად, რომ ჩვენ თვითმყოფადი ერი ვართ და ისეთი მიგვიღეთ, როგორიც ვართ, იმიტომ რომ ბევრად მნიშვნელოვანი შენატანი შეგვიძლია შევიტანოთ მსოფლიოში ჩვენი თვითმყოფადობით, ტრადიციით, რწმენით, სიყვარულით, ვიდრე 3 ზარბაზნით, რომლითაც შეიძლება დავუპირისპირდეთ რუსეთს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share