ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”ძალიან მარტივადაა საქმე.სულაც არ ვნერვიულობ..
აგერ სრულად ლუსტრირებული რუსული ოცნება, აგერ 20/24 არჩევნები, აგერ პროდასავლური პარტიების დიდი სია.
კეთილი ინებეთ, მიდით არჩევნებზე და დაამარცხეთ ერთი ხელის მარტივი მანევრით.
თუ თქვენს არჩევანს გააყალბებს რუსული ოცნება, გამოდით გარეთ და დაიბრუნეთ თქვენი არჩევანი.
ეს კონსტიტუციაში წერია, რომ გაქვთ უფლება დაიცვათ თქვენი არჩევანი, როცა მას გართმევენ!
ასე რომ სულ ტყუილად წვალობენ, აქ ბიძინა, იქ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, თუ საქართველოს მოქალეები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე!!!
პ.ს ჩვენს გასაკეთებელს,სხვა არავინ და ვერავინ გააკეთებს!!!” – წერს ასკურავა.