მეორე მსოფლიო ომში ერთი ჯარისკაცის გასანადგურებლად საშუალოდ 25 000 ტყვია დაიხარჯა.
იყვნენ სნაიპერებიც, რომლებსაც ამ საქმისათვის მხოლოდ ერთი ტყვია სჭირდებოდათ. მათ შორის იყო საბჭოთა კავშირის გმირი ვასილ კვაჭანტირაძე, რომელმაც სხვადასხვა მონაცემებით 534-დან 672-დე გერმანელი ოფიცერი და ჯარისკაცი გაანადგურა. კვაჭანტირაძე მეორე მსოფლიო ომის საუკეთესო შედეგის მქონე სნაიპერებში შედის და საბჭოთა კავშირში მასზე უკეთესი შედეგი 702 სნაიპერ მიხეილ სურკოვს ჰქონდა, თუმცა სურკოვის შედეგები არ მიაჩნდათ რეალურად და კვაჭანტირაძისგან გასხვავებით მისთვის გმირის წოდება არ მიუნიჭებიათ.
.
კვაჭანტირაძის ბიუსტი საბჭოთა კავშირის სხვა გმირების ბიუსტებთან ერთად იდგა ოზურგეთის მუზეუმის მიმდებარედ, იქ სადაც ამაჟამად სავაჭრო “ბუტკები” დგას.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა