“ნაციონალურმა მოძრაობამ” ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩია.
დღეს დასრულდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეების არჩევნები ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.
პარტიის აქტივიხტებმა, წევრებმა და მხარდამჭერებმა თავმჯდომარეები ელექტრონული წესით აირჩიეს.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში პარტიას ადგილებზე დავით მჟავანაძე – ოზურგეთი, კახა ასკურავა – ლანჩხუთი და დიმა კორიფაძე – ჩოხატაური – უხელმძღვანელებენ.