NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 46% პრემიერმინიტრ გიორგი გახარიას საქმიანობას დადებითად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- 46% – კარგად
- 32% – საშუალოდ
- 17% – ცუდად
- 4% – არ ვიცი
- 2% – უარი პასუხზე
NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 პროცენტია.