“მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს:
”დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! როცა ადამიანებს ასე სჯერათ შენი სიმართლის, დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხად იქცევა.
ცალკე განსაკუთრებული მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ “აზიმუტის” თვითმფრინავები ცარიელი დაფრინავს. არც მიტინგებზე გავიდნენ, მაგრამ არც თვითმფრინავებში ჩასხდნენ. მთავარი ზუსტად ესაა: არ არსებობს არანაირი ბმა ქართველებსა და რუსებს შორის, უბრალოდ, ბუნებაში აღარ არსებობს, სამუდამოდ ჩაჭრილია აღუდგენელად. ვერ შეცვლის ამას ივანიშვილი და მისი ამქარი, რაც არ უნდა ქნას, ვერ შეცვლის” – წერს ნიკა გვარამია.