რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ პაველ ჰერჩინსკის სიტყვები “შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობას” – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლების თანხმობა არ სჭირდებოდა.

მისივე მტკიცებით, ტექნიკური უწყებების მიერ პროცესის გაჭიანურება კი “დე ფაქტო სანქციები” იქნებოდა.

“არანაირი თანხმობა, არც პოლიტიკურ, არც ფორმალურ დონეზე ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ და ა.შ. უნდა გასცეს, ამაზე უარი ამ სუბიექტების მხრიდან იქნებოდა დე ფაქტო სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. არც დე ფაქტო და არც სხვაგვარ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს. ეს არის პრინციპული პოზიცია, რადგან ეს დააზიანებს საქართველოს, მის თანამემამულეებს, მოქალაქეებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს, არ ვაპირებთ”. -თქვა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share